воскресенье, 20 марта 2011 г.

პროექტი ,,The useful English Group''

 პროექტის სახელწოდება:''The useful english group(სასარგებლო ინგლისური ჯგუფი)
პროექტის მთავარი იდეა:ხელს შეუწყობს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო აქტივობებში
  ხელს შეუწყობს მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას
ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას
  მისცემს მოსწავლეებს თვითრეალიზების საშუალებას.

 პროექტის აქტუალობა: ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებმა შეისწავლონ ინგლისური ენა და მიღებული ცოდნა,განათლება გამოცდილება გამოყენებულ იქნეს ჩვენი ქვეყნის ცივილიზებურ ქვეყნებთან ინტეგრირების საქმეში.
 პროექტის მიზანია  უფროსკლასელემა მოსწავლეებმა წარმატებით შეძლონ ინგლისური ენის შესწავლა რომ შემდგომში დახმარება გაუწიონ უმცროსკლასელებს,კლუბის მიზანია განავითაროს მოსწავლეთა შესაძლებლობები სხვადასხვა სახის კლასგარეშე სამუშაოებებსა და აქტივობებით მათ ასევე უნდა მიიღომ ცოდნა ამერიკული და ბრიტანული კულტურის  შესახებ.ჩვენი მთავარი მიმართულებაა შევქმნათ საინტერესო შემოქმედებითი გარემო.რათა მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და გაატარონ თავისუფალი დრო მეგობრულ გარემოში.კლუბში გაწევრიანება მოხდება მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
  პროექტის მიზნები: პროექტი მიზნად ისახავ ინგლისური ენის თანამედროვე დონეზე სწავლებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში გადამზადდებიანაჭარისწყლის სკოლის  მასწავლებლები და მოსწავლეებიშეძენილ იქნება თანამედრვე ინგლისური ენის სახელმძღვანელოები და სხვა მეთოდური ლიტერატურა. ყველაფერ ეს საფუძველ დაუდებს ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას სწავლების პროცესში
   ასევე  პროექტის ძირითადი მიზანია მოსწავლეებს გააცნოს ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკის ძირითადი ასპექტები. ყურადღებას გავამახვილებთ როგორც ენის სწავლების კომუნიკაციურ-ინტერაქტიულ მეთოდებზე, ასევე ენის შესწავლისა და აქცენტირების კონკრეტულ ჩვევებზე.
  ჩვენი პროექტის  კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენს მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის გაღვივება და მუდმივი სტიმულირება, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გზით, ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით არა მხოლოდ ცოდნის დაგროვებაზე არამედ პრაქტიკული უნარების გამომუშავებასა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე,ჩვენი  კლუბის აქტივობები გამდიდრებული იქნება ისეთი აქტივობებით,რომლებიც მოითხოვს ურთიერთობასა და ერთობლივ მუშაობას.სასწავლო პროცესი მოიცავს ინფორმაციის მუდმივ გაცვლა გამოცვლას.ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რას ისწავლის მოსწავლე,არამედ როგორ ისწავლის და როგორ შეძლებს ამ ცოდნის გამოყენებას.

 კლუბის  წევრები გაიგებენ ინფორმაციას ამერიკის შესახებ და განივიარებენ ინგლისური ენის  უნარს.
  მონაწილეთა ასაკი: 13-16წელი ლუბის წევრები ის ნიჭიერი, შრომისმოყვარე და ენთუზიასტი მოსწავლეები იქნებიან, რომლებსაც აინტერესებთ ინგლისური ენის, ამერიკელი და ინგლისელი ხალხების ტრადიციების შესწავლა, მთარგმნელობითი მუშაობა.ჩვენს მიერ შექმნილ გარემოში თითოეული მოსწავლე, ცოდნის დონის მიუხედავად,ახალი ცოდნის შეძენით,გამოცდილების გამდიდრებითა და უნარების გაუმჯობესებით იქნება დაკავებული.პროექტი კარგადაა დაგეგმილი და მჭიდროდ უკავშირდება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტსა და შინაარსს.
ვადები/ხანგრძლივობა:4 თვე 
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:ვფიქრობ ჩვენი პროექტის განხორციელებით არსებულ ინგლისური ენის ფლობის პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოვაგვარებთ,რადგან ჩვენსმიერ შემუშავებული პროგრამა მრავალმხრივია და ორიენტირებულია როგორც მოსასმენ დიალოგებსა და აქტივობებზე ასევე საკუთარი აზრის გამოთქმასა და თვითშეფასების გაზრდაზე..საბოლოოდ ამგვარის სწავლა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს,საკუთარი იდეები და შეხედულებები ჩამოაყალიბოს,საკუთარი პოზიციები გამოკვეთო და ის გადაწყვეტილებები მიიღოს,რომლებიც გავლენას მოახდენს პროექტის შედეგსა და შემდგომ სასწავლო პროცესზე.ჩვენს კლუბი რადიკალურად სხვა ტიპის სწავლებას განახორცილებს ვიდრე ეს საგაკვეთილო პროცესია.მოსწავლეები შეეცდებიან მასწავლებლის დახმარებით დაადგინონ საკუთარი მოთხოვნილებები, მათი სუსტი და ძლიერი მხარეები. ჩვენ კლუბში შევქმნით თანამშრომლობით და კოსტრუქციულ გარემოს,სადაც მოსწავლეებს არ შეაფერხებთ არც მარცხის და არც წარუმატებლობის შიში,მათ ნებისმიერ შემთხვევაში მასწავლებლის რჩევის და მხარდაჭერის იმედი ექნებათ.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
 კონკრეტულ საკითხზე საბაზისო ინფორმაციის მისაწოდებლად ან მსჯელობის გასამართად ჩვენ ფართოდ გამოვიყენებთ:

·         CD-ფლეიერს;
·         MP3-ფლეიერი;
·         VCR(მაგნიტოფონი)
·         DVD-ფლეიერი;
·         კომპიუტერი
·         პროექტორი
·         ვიდეო ეკრანი/მონიტორი/ტელევიზორი;
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მარტში დაგეგმილია წინასწარ მომზადება, ტრენინგ-სემინარების ჩატარება,დაწყებამდე მოსწავლეები გაეცნობიან ლიტერატურას და საწავლო მასალას,ეს გააძლიერებს მათ მოტივაციას .ინგლისური ენის კლუბში გაწევრიანების ცერემონიაზე, ,მოსწავლეები მეასრულებენ ბრიტანეთის,ამერიკისა და საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ასევე.დადებენ საზეიმო ფიცს,რომლის თანახმად მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას  გაუზიარებენ უმცროსკლასელებსა და იმ ადამიანებს ვისაც ეს დასჭირდება
მოსწავლეები დასახავენ ამოცანებს , გადაინაწილებენ ფუნქციებს ყოველი თვის ბოლოს.ანგარისშს ჩააბარებენ მასწავლებელს და ერთად განიხილავენ ედეგებს.
     აპრილში დაგეგმილია ამერიკელი მასწავლებლების მიწვევა და მიღება სადაც მოხდება ჩვენი მოსწავლეებისა და უცხოელი პედაგოგების გაცნობა,რაც შემდგომში აქტიურ თანამშრომლობაზე აისახება. რათქმაუნდა ჩვენი სტუმრების აზრი ჩვენს კლუბთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
  ივნისსი დაგეგმილია ბლოგის შექმნა ,, the useful english group“ ბლოგზე განვათავსებთ ფოტო და ვიდეო მასალასდა ჩვენი პროექტის სათაურიდან გამომდინარე ვიმედოვნებ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ბევრ ადამიანს გამოადგება
      კლუბი ყოველლიურად ჩაატარებს კონფერენციებს ბრიტანულ,ამერიკულ და ქართულ საწყისებზე,აჭარის სხვადასხვა სკოლებსა და უნივერსიტეტში.
  მოვაწყობთ ინგლისურენოვანი ფილმების ჩვენებას, მოსწავლეებს მოუწევთ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.შეკითხვები განსხვავებული იქნება იმის მიხედვით,ფილმი მხატვრულია,დოკუმენტური, სამეცნიერო თუ სხვა.
პროექტის ხელმძღვანელი: შორენა გორგოშაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:Sh.gorgoshadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვედი/ბლოგი : http://shorena-gorgoshadze.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий